08 თებერვალი 2023,   01:24
ვრცლად
ეუთო-ს 29-ე მინისტერიალი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში რუსული აგრესიის შედეგებზე ისაუბრა

ეუთო-ს 29-ე მინისტერიალს პოლონეთი მასპინძლობს. მინისტრების შეხვედრა ქალაქ ლოძში უკვე დაიწყო. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოებაა.

მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოც. სიტყვით გამოსვლისას ილია დარჩიაშვილმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და საქართველოში რუსული აგრესიის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

"ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა დაირღვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიით. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას და ვიმეორებთ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენ ყოველდღიურად განვიცდით მძიმე შედეგებს. საქართველოს ორი რეგიონი აფხაზეთი და ცხინვალი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. 300 000-ზე მეტი ქართველი სახლებიდან გააძევეს და დღემდე ჩამორთმეული აქვთ შინ დაბრუნების უფლება. საქართველო მოწოდებულია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ. აუცილებელია გადამწყვეტი ნაბიჯები და საერთაშორისო საზოგადოების ხმამაღალი ერთიანობა, რათა რუსეთმა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. ევროპის უსაფრთხოების კონსოლიდაციის სხვა გზა არ არსებობს," - განაცხადა ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები