08 თებერვალი 2023,   01:34
ვრცლად
ენმ-ის თავმჯდომარის არჩევის პრინციპი და ხმის მიცემის სისტემა - სამუშაო ჯგუფმა არჩევნების საკითხზე მუშაობა დაასრულა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების საკითხზე სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ, თუ რომელი პლატფორმით უნდა ჩატარდეს ხმის მიცემის პროცედურა. საბოლოო გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭო მომავალ კვირას დაამტკიცებს.

თავმჯდომარეობის მსურველი კანდიდატები კი წინასაარჩევნო კამპანიებს გამართავენ. 

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, პარტიისა და მხარდამჭერებისთვის, ახლა, მთავარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაა და თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები დროში არ უნდა გაიწელოს.

"არის საკითხები, რაზეც შევთანხმდით, რაღაცაზე ვერ შევთანხმდით. თარიღი არის ღია ამ წესში, რომელი წესიც მივიღეთ. ყველა ის თარიღი, როგორიც არის არჩევნების დღე, რეგისტრაცია და ა.შ. არის ღია. ჩვენთვის უმთავრესი გამოწვევა არის რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველი რიგში, პოლიტ საბჭო გაიმართოს ძალიან მალე და შემდგომ, არჩევნები დასრულდეს მიმდინარე წელს," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

 

 

დღის ამბები