08 თებერვალი 2023,   01:07
ვრცლად
სააკაშვილის ფაქტორის ხელახლა ამოტივტივება მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობაში არიან - გივი მიქანაძე ენმ-ზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ გაკეთებულ განცხადებას  მმართველი გუნდის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

მათი შეფასებით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია კრიზისის წინაშე დგას და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის შეფასებით, პარტიას არანაირი პერსპექტივა აღარ აქვს. 

"ეს პარტია სრულ დეგრადაციას განიცდის და მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. თუნდაც სააკაშვილის ფაქტორის ხელახლა ამოტივტივება მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ძალიან სავალალო მდგომარეობაში არიან და ისევ ცდილობენ იმ მაშველ რგოლს ჩაეჭიდონ, რომელიც სააკაშვილის ვითომ მსხვერპლად გამოცხადების კონტექსტში შეიძლება იყოს მათი გადარჩენის ბოლო შანსი," - აცხადებს გივი მიქანაძე.

ოპონენტები გააკრიტიკა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა.

"ეს სააკაშვილის თემაც ერთადერთი გამაერთიანებელია მათთვის, სხვა არაფერი არ აერთიანებთ ამ ადამიანებს და ამით აპირებენ ფონს გასვლას," - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

 

 

დღის ამბები