08 თებერვალი 2023,   00:38
ვრცლად
მედიკამენტებზე ზღვრული ფასები დაწესდება - პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

მედიკამენტებზე ზღვრული ფასები დაწესდება. პარლამენტმა "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილებები ქვეყანაში მედიკამენტების ფასზე იმ ზედა ზღვრული მაჩვენებლის დაწესებას ითვალისწინებს, რის ზემოთაც ბაზარზე წამლის რეალიზაცია დაუშვებელი იქნება.

"სამინისტროს წინასწარი გათვლებით, ამან გარკვეულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამლებზე თითქმის 40%-იანი კლება უნდა გამოიწვიოს, ანუ 40%-ით უფრო გაზარდოს მიწვდომადობა. რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი რისკები და ამას სჭირდება ის პროცესი, რაც უკვე დაწყებულია ფარმაინდუსტრიასთან ინტენსიური მოლაპარაკებებით. რთული სამართავი პროგრამაა ძალიან, რისკებიც ახლავს და სიკეთეებიც და იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო.

დღის ამბები