



აღმაშენებელზე მომხდარი ჩხუბისა და სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა.
2 დღის წინ თბილისის ცენტრში ქართველ ახალგაზრდებსა და უცხოელ ტურისტებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბის დროს ერთ-ერთმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები ფიზიკურად გაუსწორდნენ კვების ობიექტის თანამშრომლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.