08 თებერვალი 2023,   00:57
ვრცლად
სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მმართველი კომიტეტის სხდომაზე სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმების შესრულების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, მმართველი კომიტეტის 29-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ხელმძღვანელობდა. მან ყურადღება სოფლის განვითარების სტრატეგიასა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ოთარ შამუგიამ ევროკავშირს თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. 

დღის ამბები