08 თებერვალი 2023,   01:57
ვრცლად
ვარკეთილში ხანძარია - ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულზე გაჩნდა

ვარკეთილში ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულზე გაჩნდა. არის ძლიერი დაკვამლიანება.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე უკვე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ტერიტორიაზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.

დღის ამბები