08 თებერვალი 2023,   05:07
ვრცლად
უკრაინაში რუსულ გავლენებთან კავშირში მყოფი რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება

უკრაინაში რუსულ გავლენებთან კავშირში მყოფი რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება. განცხადებას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის რელიგიურ სივრცეში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული მოქმედებების გამოსავლენად და აღსაკვეთად შესაბამისი ზომები გაძლიერდება. 

"ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ განიხილა უკრაინაში გარკვეული რელიგიური წრეების აგრესორ სახელმწიფოსთან კავშირის ფაქტები. ოკუპანტებზე დამოკიდებულ არცერთ აქტორს არ უნდა ჰქონდეს უკრაინელებზე მანიპულირებისა და ქვეყნის შიგნიდან დასუსტების შესაძლებლობა. საბჭომ დაავალა მთავრობას, უმაღლეს რადას წარუდგინოს კანონპროექტი, რომლითაც რუსეთის ფედერაციის გავლენებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების მოქმედებები შეიზღუდება. დაწესდება პერსონალური სანქციები - გვარების შესახებ მალე გახდება ცნობილი. ამ და სხვა გადაწყვეტილებით ჩვენ ვუზრუნველყოფთ უკრაინის სულიერ დამოუკიდებლობას," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები