01 თებერვალი 2023,   10:43
ვრცლად
ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დაკვირვებას - კელი დეგნანი

მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა.

კელი დეგნანის თქმით, საელჩო განაგრძობს ადვოკატირებას, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და დაცული იყოს მისი უფლებები.

"ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დაკვირვებას. ჯერჯერობით ვეცნობით ახალ დოკუმენტაციას და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას, რომელიც ახლახანს გახდა საჯარო. მთავარია, მთავრობამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ამ ახალი ინფორმაციის საფუძველზე. ველოდებით სანდო სამედიცინო დასკვნას რომ გადაწყდეს რა იქნება საუკეთესო გამოსავალი. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს მისი ჯანმრთელობის შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა. მისი უფლებები უნდა იყოს დაცული," - აცხადებს დეგნანი.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც - პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, საელჩო აკვირდება პროცესებს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დაცვის საკითხს აყენებს. რაც შეეხება მის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნას, დიპლომატის შეფასებით ეს სასამართლოს გადასაწყვეტია.

დღის ამბები