01 თებერვალი 2023,   09:05
ვრცლად
უმნიშვნელოვანესია, ძალიან სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს დეკემბრის თვეში - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კარგია,რომ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩანიშნა. 

ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნები ძალიან სწრაფად, მიმდინარე თვეში ჩატარდეს.

"ძალიან კარგია რომ თარიღი გამოცხადდა, -შეიკრიბება პოლიტსაბჭო, მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად უნდა მოხდეს "ნაციონალურ მოძრაობაში"  არჩევნების ჩატარება. ამომრჩევლის მანდატის გარეშე, პარტიის თავმჯდომარე ვერ იქნება ეფექტური და ვერ იქნება პარტია სტაბილური. უმნიშვნელოვანესია, ძალიან სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს დეკემბრის თვეში," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის მომხრეების მხრიდან ბრიფინგებით საუბრის გამო, თანაპარტიელებს ენმ-ის წევრმა ბაჩო დოლიძემ უსაყვედურა. მან პარტიის ერთ-ერთი ფრთის წარმომადგენლებს კომუნიკაციის ფორმა დაუწუნა.

ცნობისთვის, პარტიის ოფისში დილით ბრიფინგი გაიმართა. ლევან ბეჟაშვილმა, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნა დაუყოვნებლივ მოითხოვა. 

მისი თქმით, პროცესის გადადება ან დაყოვნება, პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება.

ამის შემდგომ თანაგუნდელების საჯარო მოწოდებას კობა ნაყოფიამ უკრაინიდან საჯარო ვიდეო-მიმართვით უპასუხა და "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს 15:00 საათზე ჩანიშნა. 

დღის ამბები