28 იანვარი 2023,   14:46
ვრცლად
"ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის გეგმა 24 თებერვლამდე ბევრად უფრო ადრე ამოქმედდა" - ვატო შაქარიშვილი

 

"უკრაინიდან სააკაშვილის ექსპორტი არაჟნებთან ერთად, სწორედ ამ გეგმის ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი იყო" - ამის შესახებ ორგანიზაცია "აი იას" თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, უკრაინაში დაღუპული ქართველებით სპეკულირებენ.

"საქართველოს ომში ჩართვას რომ ემსახურებით, იმას თუ ხვდებით მერე რამდენი ადამიანის გლოვა მოგვიწევს?! 

ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის გეგმა 24 თბერვლამდე ბევრად უფრო ადრე ამოქმედდა. უკრაინიდან სააკაშვილის ექსპორტი არაჟნებთან ერთად, სწორედ ამ გეგმის ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი იყო. სცენარი - A ჩავარდა, საქართველოში ვერ მოახერხეს ხელისუფლების შეცვლა. ომი დაიწყო. სულ რამდენიმე დღეში გააქტიურდა მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს მოეხდინა უკრაინაში ე.წ. მოხალისეების გაგზავნის უზრუნველჰყოფა. გვახსოვს მაშინდელი პოლიტ-ისტერია, უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებებიც და ზელენსკის სამარცხვინო გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. ცხადია, მოხალისსების გაგზავნა ომში მხარედ დაფიქსირებას ნიშნავდა და ამიტომაც იყო ეს მნიშვნელოვანი ჩვენი “დაუძინებელი მეგობრებისთვის.” ეს გეგმაც ჩავარდა. შემდეგ იყო ფაშისტური კამპანია და საქართველოში შემოსული რუსების დევნის და მათ წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების წახალისება. ესეც ჩავარდა. 

ეხლა უკრაინაში დაღუპული ქართველებით სპეკულირებენ. (ღმერთმა აცხონოს მათი სულები!) თითქოს ადამიანის სიცოცხლე რამედ მიაჩნიათ და განიცდიან. ტყუილია! ეს სამარცხვინო, ამაზრზენი კამპანიაც ომში ჩათრევის გეგმის ნაწილია!!! აბა, თქვენ რა იცით გლოვა?! ადამიანი გტკივათ?! გვამებზე მოცეკვავეებო?! 2008 წელს რუსთაველზე მიშა! მიშა! სარკო! სარკოს როცა ყვიროდით, მაშინ ნამდვილი გმირების ცხედრებს ცხელ ზაფხულში ბუზები ესეოდნენ და რომ არა ჩვენი პატრიარქი და სასულიერო პირები, მიწასაც ვერ მივაბარებდით ღირსეულად! 26 მაისს არ იცეკვეთ და იზეიმეთ გვამებზე?! მეტროს თავზე ჯერ კიდევ წამებით მოკლული ადამიანების ცხედრები იყო თქვენ რომ ღირსების ორდენებს გკიდებდათ კისერზე სააკაშვილი! ვისი ტკივილი გაგიზიარებიათ ან ვისთვის მიგისამძიმრებიათ?! სერგო თეთრაძის ან გია კრიალაშვილის ოჯახისთვის?! ირინა ენუქიძისთვის, ია მეტრეველისთვის, იურა ვაზაგაშვილისთვის, ჯამბულ გამცემლიძისთვის…. სულხან მოლაშვილის ოჯახისთვის თუ….?! თვენი უტიფრობით დღესაც აგრძელებთ ამ ადამიანების წამებას!თბილისში წყალდიდობას რომ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა მაშინ იგლოვეთ ეტყობა ღირსეულად?! თქვენი სათაყვანებელი პრეზიდენტი მაშინ მილანში შოპინგობდა… არ მახსოვხართ შავი ლენტებით!!!!! 

დღეს, რომ გლოვიკსენ და ერთიანობისკენ მოგვიწოდებენ ცნობილი სპორტსმენები და ხელოვანები, მაშინ რომ შეგემატებინათ თქვენი ხმა პროტესტისთვის, ინებ ბევრი სიცოცხლე გადაგვერჩინა და მალე დაგვესრულებინა სისხლიანი რეჟიმი! ფარისვლები ხართ! ფეხებზე გკიდიათ ადამიანის სიცოცხლე - მებრძოლი იქნება თუ რიგითი მოქალაქე! ცოცხალიც და გარდაცვილიც ინსტრუმენტად გინდათ განოიყენოთ! ეს ყველამ იცის და ამიტომ თქვენი ერთი შეხებაც კი, სვრის და აბინძურებს ყველაფერს!

თქვენ ხართ იმ 33 ადამიანის დაღუპვაში დამნაშავეები! ნაც მედია და პოლიტიკოსები, ვინც ეწევით ცრუ პროპაგანდას, რომ თითქოს ეს არის ჩვენი ომი! ახალგაზრდებს აჯერებთ რომ თითქოს იქ წყდება საქართველოს ბედი! სხვის ომში, სხვის ტერიტორიაზე, იმპერიების ინტერესთა ბრძოლას მზად ხართ შეწიროთ კიდევ ბევრი სიცოცხლე, ოღონდ ეს რამენაირად დაეხმაროს თქვენი ხელისუფლებაში დაბრუნების და ომში ჩართვის მიზანს!" - წერს ვატო შაქარიშვილი.

დღის ამბები