28 იანვარი 2023,   15:07
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების თარიღი, მიმდინარე კვირის ბოლოს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების თარიღი, მიმდინარე კვირის ბოლოს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. ასევე, გაირკვევა კენჭისყრის ფორმატიც. მსჯელობა 11 დეკემბერს არის ჩანიშნული.

პარტიაში იმედოვნებენ, რომ პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.

"პოლიტსაბჭო შეიკრიბება, იმსჯელებს წესზე, თარიღზე. მაქვს იმედი, რომ არჩევნები იქნება სწრაფად, ამ წელს. ყველა მხარე არჩევნების პირობებში ამ აზრზეა, რომ პარტიამ სტაბილურად და აქტიურად უნდა გააგრძელოს გაძლიერება და ამისთვის მნიშვნელოვანია ეს ტურბულენცია, რომელიც ახლავს შიდა დემოკრატიულ არჩევნებს, მალე დასრულდეს," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტის დაკავებას ამჟამად სამი კანდიდატი ცდილობს - მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.

დღის ამბები