28 იანვარი 2023,   13:38
ვრცლად
"ეს არის დაპირისპირებული ჯგუფების აყალმაყალი" - "ოცნებაში" ენმ-ის გარდაუვალ დაშლაზე საუბრობენ

პარტიაში გავლენების მოპოვების მცდელობად აფასებენ მართველ გუნდში, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ დაპირისპირებული მხარეები ქვეყნის საწინააღმდეგოდ საკუთარი სუბიექტური ინტერესების გატარებას ცდილობენ. უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას დესტაბილიზაციის მცდელობები აქვს და ხაზს უსვამენ, რომ ""ნაციონალური მოძრაობის"" დაშლა გარდაუვალია.

"ეს არის დაპირისპირებული გუფების აყალმაყალი, არცერთი არ ცდილობს, თავი წარმოაჩინოს როგორც საქართველოს ინტერესებსზე მოფიქრალმა ადამიანმა, ან კონკრეტული გეგმა შესთავაზოს საზოგადოებას და ამომრჩევლებს. ეს არის როლი სუბიექტის, რომელიც ცდილობს, დესტაბილიზაცია მოახდინოს ქვეყანაშ," - აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

რატი იონათამიშვილი კი მიიჩნევს, რომ ენმ-ის დაშლა შეუქცევადი პროცესია და რაც დრო გავა, ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს :

"როგორც ეს საარჩევნ კამპანია შეუწყობს ხელს პარტიის შიგნით დაშლას, ასევე, ახალი არჩეული თავმჯდომარე, ვინც არ უნდა დაინიშნოს, უფრო სწრაფად დაშლის," - თქვა იონათამიშვილმა.

დღის ამბები