28 იანვარი 2023,   14:44
ვრცლად
მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნის განხილვას იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტის მეორე მოსმენისას გეგმავს

საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა მიმდინარე კვირას განახლდება. მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნის განხილვას იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტის მეორე მოსმენისას გეგმავს.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ "ქართული ოცნება" საარჩვნო რეფორმის მიღებას ფორმალურად ცდილობს.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ დოკუმენტში გამახვილებულია ყურადღება იმ საკითხებზე, რომელთა უფრო დეტალურ გაწერასაც მოითხოვდა ვენეციის კომისია.

"გამახვილებულია ყურადღება რიგ საკითხებზე, რომელთა უფრო დეტალურ გაწერასაც გვთხოვს ვენეციის კომისია. მაგალითად, ელექტრონული საშუალებებით არჩევნების ჩატარების დროს პროცედურების და სხვა მასთან დაკავშირებული ასპექტების უფრო დეტალურ გაწერას.

ჩვენ მზად ვართ, რომ დეტალურად განვიხილოთ თითოეული ეს რეკომენდაცია და შესაბამისი პროექტი უკვე მომზადების პროცესში არის, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლომდე წარედგინება იურიდიულ კომიტეტს მეორე მოსმენის ფორმატში," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის წინასწარი შეფასება გუშინ გასაჯაროვდა. საერთაშორისო სპეციალისტების რჩევები ეხება საოლქო კომისიის წევრებს, ადგილობრივი თვითმმართველობის კანდიდატებს, ასევე ელექტრონული საშუალებების ტექნიკურ საკითხებს.

დღის ამბები