28 იანვარი 2023,   14:28
ვრცლად
ირმა ხეცურიანი კონტინენტის ჩემპიონია - საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ვარშავის ევროპის ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა

ირმა ხეცურიანი კონტინენტის ჩემპიონია. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ვარშავის ევროპის ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

მოფარიკავეები სამშობლოში გამთენიისას ჩამოფრინდნენ. მათ აეროპორტში - გულშემატკივრები და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, რატი იონათამიშვილი დახვდნენ.

ხეცურიანთან ერთად, ვარშავის ევროპის ჩემპიონატში - ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც ასპარეზობდნენ.

დღის ამბები