28 იანვარი 2023,   13:29
ვრცლად
საქართველოში აკრედიტებული NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ

თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის უწყების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესსა და სამომავლო გეგმებს ეცნობიან. დიპლომატებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. მან მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და განმტკიცების მიზნით განხორციელებული პროექტები და რეფორმები გააცნეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს მომავალი წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზეც მიაწოდეს ინფორმაცია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მსგავსი სახის შეხვედრები სისტემის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის დამადასტურებელია. 

"მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ პარტნიორებს დღეს გამართული შეხვედრისთვის და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების გეგმების გაცნობისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს სხვა წევრი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რაც ხელს უწყობს ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა უზრუნველყონ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მოუთმენლად ველით არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას," - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო.

დღის ამბები