01 თებერვალი 2023,   09:08
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული ქართველი, ჯამბულათ ხოფერია გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.

27 წლის ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა. ის რამდენიმე დღიანი მკურნალობის მიუხედავად, ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჯაბა ხოფერიას ცხედარი აეროპორტიდან პირდაპირ გურიაში გადაასვენეს, სადაც მშობლიურ სოფელ, გვიმრალაურში დაკრძალავენ.

რაც შეეხება ბახმუტთან დაღუპულ კიდევ 5 ქართველს - ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო მათი ცხედრების გამოტანა ტერიტორიიდან კვლავ ვერ ხერხდება.

დღის ამბები