01 თებერვალი 2023,   09:33
ვრცლად
საარჩევნო რეფორმის განხილვა პარლამენტში მეორე მოსმენით იწყება - პროცესში ჩართვას ოპოზიციის ის ნაწილიც გეგმავს, რომელიც სამუშაო ჯგუფებს ბოიკოტს უცხადებდა

საარჩევნო რეფორმის განხილვა პარლამენტში მეორე მოსმენით იწყება. კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უყრიან კენჭს. პროცესში ჩართვას, ამჯერად, ოპოზიციის ის ნაწილიც გეგმავს, რომელიც სამუშაო ჯგუფებს ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებდა.

ცნობილია, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნის გათვალისწინებით, პროექტის თავდაპირველ ვერსიაში რამდენიმე ცვლილება შედის. დეტალებზე სამუშაო ჯგუფი გუშინ დღის ბოლოს, რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა.

დღის ამბები