28 იანვარი 2023,   14:59
ვრცლად
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც რუსეთის ქმედება გენოციდად არის აღიარებული

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც რუსეთის ქმედება უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად არის აღიარებული.

კომიტეტი აშშ-ს მოუწოდებს, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობით მიიღოს ზომები უკრაინის მთავრობის მხარდასაჭერად, რათა აღიკვეთოს რუსეთის მხრიდან გენოციდის შემდგომი აქტები.

რეზოლუცია მხარს უჭერს ტრიბუნალის შექმნას და რუსეთის პოლიტიკური ლიდერებისა და სამხედროების წინააღმდეგ საერთაშორისო გამოძიებას. რეზოლუცია აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს იმ პირთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ვინც გენოციდის აქტი ჩაიდინა.

ორპარტიული რეზოლუციის ავტორები სენატორები ჯიმ რიში და ბენ კარდინი არიან.

დღის ამბები