08 თებერვალი 2023,   04:39
ვრცლად
რატომ არ სჯერა სააკაშვილის ცუდად ყოფნის "ქართულ ოცნებას" და დაესწრება თუ არა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სხდომას

მიხეილ სააკაშვილს საკუთარ პროცესზე დასწრება სურს. წერილი მან დღეს საკუთარი ხელით დაწერა. "ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს" - სამწინადადებიან წერილში, ექსპრეზიდენტი ადასტურებს რომ ცუდად არის.

ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე საუბრობს ექიმთა ერთი ნაწილიც, თუმცა მმართველი პარტიისთვის ეს ერთი სცენარის ნაწილია, რომლის მიზანიც სააკაშვილისთვის სასჯელის თავიდან არიდებაა.

ხვალინდელი სხდომის წინ ბევრი კითხვის ნიშანია. მივა თავის ფეხით, მიიყვანენ ეტლით თუ მოსამართლეს საქმის განხილვა "ვივამედის" პალატაში მოუწევს? - ჯერ ისიც არ არის ცნობილი საერთოდ შედგება თუ გადაიდება პროცესი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხი უნდა გადაწყდეს.

ადვოკატები დღეს მთელი დღე სხვადასხვა განცხადებებს აკეთებდნენ. აღმოჩნდა, რომ დაცვის მხარე სასამართლოში დამატებითი მტკიცებულის სახით კიდევ 4 ტომის შეტანას აპირებს, რამაც შესაძლოა პროცესის კიდევ არაერთი კვირით გახანგრძლივება გამოიწვიოს.

დღის ამბები