08 თებერვალი 2023,   02:25
ვრცლად
არიან ადამიანები, რომლებიც კომერციული ინტერესებით ახდენენ საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას და ამისთვის საკომისიოს იღებენ - ირაკლი კობახიძე

არიან ადამიანები, რომლებიც კომერციული ინტერესებით ახდენენ საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას და შემდეგ ამისთვის საკომისიოს იღებენ. ანუ, ერთი, რომ ხელფასს აძლევენ კონკრეტულ პირებს, ვისაც უკრაინაში ჩაიყვანენ და მეორე - იღებენ საკომისიოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ქვეყნის კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, რომ როდესაც ადამიანი სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობის წევრია, ასეთი შემთხვევაში მას პირვანდელი ქვეყნის მოქალაქეობა უწყდება.

"კომერციული ინტერესი აშკარად აქვთ გარკვეულ ადამიანებს. კომერციული ინტერესია. ისინი იღებენ საკომისიოს, რაზეც ინფორმაცია, სხვათა შორის, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა მოგვაწოდა ჩვენ, როდესაც უკრაინაში იყო ჩასული.

არიან ადამიანები, რომლებიც კომერციული ინტერესებით ახდენენ საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას და შემდეგ ამის შედეგად ამისთვის საკომისიოს იღებენ. ანუ, ერთი, რომ ხელფასს აძლევენ კონკრეტულ პირებს, ვისაც უკრაინაში ჩაიყვანენ და მეორე - იღებენ საკომისიოს.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ვრცელდება ყველა ადამიანზე, რომელიც უკრაინაში იბრძვის. თუ ვინმე იდეითაა ჩასული და იბრძვის უკრაინაში, იდეით საკუთარი სიცოცხლეს აყენებს სასწორზე, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. თუმცა, მეორეა, როდესაც ეს კომერციული ინტერესებით, ანაზღაურების სანაცვლოდ ხდება.

არ ვიცი, შესაძლოა, ნახევრად მოხალისე სხვა რამეში შეიძლება იყო, მაგრამ ნახევრად მოხალისეობა ბრძოლასა და ომში მე ძნელად წარმომიდგენია. ამიტომ, რაღაც ზღვარი უნდა გაივლოს," - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები