28 იანვარი 2023,   14:40
ვრცლად
"ველოდებით, რომ დღეს იურიდიული კომიტეტი მოიწონებს და მხარს დაუჭერს ცვლილებათა პაკეტს"-გივი მიქანაძე საარჩევნო რეფორმაზე 

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დღეს, პარლამენტში კენჭისყრა გაიმართება. პაკეტი გუშინ დეპუტატებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეტალურად განიხილეს.

პროცესში მმართველ პარტიასთან ერთად, მონაწილეობდა ოპოზიციის ფართო სპექტრიც, რომელთა შეფასებითაც, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა არასრული არსებულ მოთხოვნებთან. კანონპროექტზე სამუშაო ჯგუფმა, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნის გათვალისწინებით იმუშავა და როგორც ცნობილია თავდაპირველ ვერსიაში რამდენიმე ცვლილება შევიდა.

ამასთან, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ იურიდიული კომიტეტი მოიწონებს და მხარს დაუჭერს ცვლილებათა პაკეტს.

"დეტალურად გავიარეთ ყველა ის ცვლილება, რომელიც მიღწეული იქნა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, გამომდინარე იმ დასკვნიდან, რომელიც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა, აისახა ის ცვლილებები, რომელიც ოპოზიციასთან კონკრეტული შეხვედრებისა და განხილვების შედეგად იქნა შეჯერებული. ველოდებით, რომ დღეს იურიდიული კომიტეტი მოიწონებს და მხარს დაუჭერს ცვლილებათა პაკეტს,"-აცხადებს გივი მიქანაძე.

დღის ამბები