28 იანვარი 2023,   14:24
ვრცლად
ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, მათ კვლევების ჩასატარებლად გრანტი მოიპოვეს

ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, მათ კვლევების ჩასატარებლად გრანტი მოიპოვეს.

კონკურსის მიზანი ნიჭიერი მკვლევრების გამოვლენა და მათი ხელშეწყობაა. 2022 წლის კონკურსში გამარჯვებული 98 პროექტიდან, ყველაზე მეტი - 35 პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს ეკუთვნით.

გამარჯვებულებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა.

დღის ამბები