08 თებერვალი 2023,   05:09
ვრცლად
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება - თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

"თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

კომპანიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. შეფერხება, დაახლოებით, 30 წუთი გაგრძელდება. 

თბილისის მეტროს პირველი ხაზი ("ახმეტელის თეატრი" - "ვარკეთილი") ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,"-ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში. 

დღის ამბები