08 თებერვალი 2023,   04:42
ვრცლად
დაავადებულია ხელისუფლებაში ყოფნის მძიმე და განუკურნებელი სენით, რომელიც პაციენტში წლების განმავლობაში ვლინდება - ნანა კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილზე

"სააკაშვილი დაავადებულია ხელისუფლებაში ყოფნის მძიმე და განუკურნებელი სენით, რომელიც პაციენტში წლების განმავლობაში  ვლინდება  სხვადასხვა მწვავე ფორმით რითაც ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოს," - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორ კაკაბაძე აღნიშნავს, დღეის მდგომარეობით, ყველა შესაძლო მანიპულაციით და სიმულაციით ცდილობს სასამართლოს თავი დააღწიოს და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

"სააკაშვილის ავადმყოფობის ფორმა-#100 

სააკაშვილი დაავადებულია ხელისუფლებაში ყოფნის მძიმე და განუკურნებელი სენით, რომელიც პაციენტში წლების განმავლობაში  ვლინდება  სხვადასხვა მწვავე ფორმით რითაც ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოს.

მას აღენიშნება  სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობისადმი   მიდრეკილებები.-ავადმყოფმა სააკაშვილმა  ერთხელ უკვე დაამხო და  მმართველობას ჩამოაცილა, საკუთარი  პოლიტიკური მშობელი, გამზრდელი და მამასავით მზრუნველი შევარდნაძე.  მან ასევე ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით დათმო და რუსეთზე  გაასხვისა ჩვენი  ქვეყნების ტერიტორიების 20% (ცხინვალი, აფხაზეთი). მანვე რუსეთს მიყიდა 30 ზე მეტი  სტრატეგიული ობიექტი. მას ჰქონდა ტერიტორიების გასხვისების მეორე მცდელობა (დავით გარეჯის),  რომელიც  სისრულეში ვერ მოიყვანა ხელუსუფლების  დაკარგვის გამო. 

საომარ სიტუაციაში  აღენიშნება არაადეკვატური შიშები და სიმხდალე,  თვითმფრინავის დანახვისას, სამარცხვინოდ, ფორთხავს მიწაზე. მასვე ახასიათებს  სასამართლო სისტემის  განადგურება და დამორჩილება, ბიზნესის რეკეტი, საზოგადოების გაკულაკების ხარჯზე ბიუჯეტის შევსება, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა პირად  კეთილდღეობაზე, სახელმწიფო ქონების დატაცება და მისი გადანაწილება საკუთარ ოჯახის წევრებზე და გარემოცვაზე, ელიტარული კორუფციის დამკვიდრება, პენიტენციურ სისტემაში  მმართველობის ისეთი რეჟიმის შექმნა, როგორიცაა წამება, ღირსების შემლახველი  არაადამიანური მოპყრობა, ქუჩებში უდანაშაულო ახალგაზრდების ჩახოცვა ქვეყანაში მასობრივი შიშის დანერგვის მიზნით.

უმოკლეს ვადებში, კონსტიტუციისა და კანონების საკუთარ ტანზე  მორგება. არჩევნების გაყალბების მრავალმხრივი ნოვაციების დამკვიდრება.
 ძალაუფლებისაკენ ლტოლვა მას აკარგვინებს წონასწორობას, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებაში მოხვედრის მიზნით უარს ამბობს  საქართველოს მოქალაქეობაზე და ხდება იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მის ხელისუფლებაში ყოფნას უზრუნველყოფს თუნდაც დროებით. 

მისი ექსკლუზივია  უპასპორტოდ და უკანონოდ სხვადასხვა ქვეყნებში ფრენა, ასევე  საზღვრების  უკანონოდ გადაკვეთა,  შეჭრა (უკრაინაში).  ასევე საჭიროების  შემთხვევაში  ქვეყანაში უკანონოდ შემოპარვა კონტეინერით,  განუბაჟებლად  რძის პროდუქტის სახით.

დღეის მდგომარეობით, ყველა შესაძლო მანიპულაციით და სიმულაციით ცდილობს სასამართლოს მიერ დაკისრებულ  არაადეკვატურ და მსუბუქ სასჯელს მაქინაციებით  თავი დააღწიოს და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს,"-წერს წერს კაკაბაძე.

დღის ამბები