08 თებერვალი 2023,   04:45
ვრცლად
ქართველები, როდესაც გულუხვ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს, უკვე ცხადია, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი - კელი დეგნანი

ქართველი ხალხი როდესაც გულუხვ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის და იდენტობისთვის, ვფიქრობ, უკვე ცხადია, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეგნანის თქმით, უკრაინა იბრძვის ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისი ხალხის იდენტობისთვის და ეს არის ის, რაც ქართველებმა ძალიან კარგად იციან საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთი ცდილობდა მათთვის იდენტობისა და ტერიტორიის, სუვერენიტეტის წართმევას.

„ჩემი აზრით, ცხადია, ვის მხარეს დგას ქართველი ხალხი და ეს არის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, იბრძვის ქვეყნად არსებობისთვის, ხალხის იდენტობისთვის. ეს არის ის ყველაფერი, რაც ქართველებმა ძალიან კარგად და ღრმად იციან საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთი ცდილობდა თქვენი იდენტობისა და ტერიტორიის, სუვერენიტეტის წართმევას. ქართველი ხალხი როდესაც თავის გულუხვ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის და იდენტობისთვის, ვფიქრობ, უკვე ცხადია, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები