08 თებერვალი 2023,   03:52
ვრცლად
ომბუდსმენის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე, რათა უზრუნველყოფილი იყოს რომ სახალხო დამცველი იქნება კვალიფიციური, დამოუკიდებელი, გაბედული - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ვინც არ უნდა გახდეს შემდეგი სახალხო დამცველი, ის იქნება კვალიფიციური, დამოუკიდებელი.

დეგნანის თქმით, სახალხო დამცველის თანამდებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„როგორც ვნახეთ, ნინო ლომჯარიამ და მისმა პროფესიონალთა გუნდმა სახალხო დამცველის ოფისიდან, გამორჩეული სამუშაო შეასრულა. ამიტომ სახალხო დამცველის თანამდებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ერთ-ერთი იმ ცოტაოდენ დამოუკიდებელ სააგენტოებს შორის, რომელსაც თქვენი კონსტიტუციით აქვს ვალდებულება, დაიცვას ყველა მოქალაქის, ადამიანის უფლებები. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და უნდა შესრულდეს გამჭვირვალედ, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ვინც არ უნდა გახდეს შემდეგი სახალხო დამცველი, ის იქნება კვალიფიციური, დამოუკიდებელი, გაბედული და მზად, აიღოს ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რაც წარმოადგენს კონსტიტუციით გაცემულ მანდატს საქართველოს ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დაცვისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები