08 თებერვალი 2023,   00:50
ვრცლად
ხმაური ოზურგეთის საკრებულოში - "ოცნების" დეპუტატებმა ენმ-ს წევრებს სათამაშო საბრძოლო ტექნიკა, ტანკები და თვითმფრინავები გადასცეს

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო - საკითხების განხილვამდე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დრო ითხოვეს და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სათამაშო საბრძოლო ტექნიკა, ტანკები და თვითმფრინავები გადასცეს.

როგორც უმრავლესობა აცხადებს, ეს პერფორმანსი სიმბოლოა იმისა, რომ "ნაცმოძრაობა" საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ვერ ეღირსება და ეს სათამაშოები შეუძლიათ შიდაპარტიული ბრძოლისას გამოიყენონ.

აღნიშნულ ქმედებას ოპოზიციის მხრიდან შესაბამისი რეპლიკები მოჰყვა და საბოლოოდ თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.

დღის ამბები