



ქუთაისის თეატრში სპექტაკლის "ტესტოსტერონი" პრემიერა გაიმართა. ჩვენებას კულტურის მინისტრი დაესწრო.
პოლონელი დრამატურგის, ანჯეი სარამონოვიჩის, გახმაურებული კომედია "ტესტოსტერონის" თეატრალური ვერსია ქართულ სცენაზე რეჟისორმა ნინო მაღლაკელიძემ დადგა. სპექტაკლში მონაწილეობენ, როგორც მესხიშვილის თეატრის, ასევე მიწვეული მსახიობები.