



პირველი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ - ორად გაყოფილ პარტიაში დაპირისპირების მიზეზი სადეპუტატო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილის განცხადება გახდა.
ინიციატივას ნიკა მელიას მხარდამჭერები პოპულისტურად აფასებენ და პარტიის თავმჯდომარეს მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდებენ მოუწოდებენ.
"გვერდს ვერ ავუვლი ისეთ მოქმედებებს და განცხადებებს, რომლებსაც არა თუ არ მივესალმები, უბრალოდ, სერიოზულად არ ვუყურებ. ეს რომ იყოს რიგითი წევრის განცხადება, შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ, მაგრამ თავმჯდომარედ არის არჩეული ლევანი და შესაბამისად, მეტი დაფიქრება სჭირდება თითოეულ განცხადებაზე და მეტი ფიქრი სჭირდება თითოეულ მოქმედებას. ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიურები, ოღონდ ისეთ პროცესებში, რომლებიც რეალისტურია, ისეთ პროცესებში რომელიც რეზულტატზეა ორიენტირებული. პოპულისტურ გამოხტომებში მონაწილეობას ვერ მივიღებ,“ - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბაჩო დოლიძე.
თავის მხრივ ბრალდებებს უყენებენ ოპონენტებს ლევან ხაბეიშვილის მომხრეები.
"პოლიტიკურად აქტიური პირები, რომლებმაც გადაწყვიტეს ჩასაფრებული პოზიციიდან კენჭების სროლა, ეს მინიმუმ უპასუხისმგებლობაა და მაქსიმუმ უპატივცემულობა იმ ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც ლევან ხაბეიშვილს მისცეს ხმა და დაუჭირეს ნაციონალურ მოძრაობაში რევოლუციურ ცვლილებებს მხარი,“ - აცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა ფარულავა.