



100-მდე გაიზარდა პაკისტანში მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. მათ შორის, დიდი ნაწილი პოლიციელია.
ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ სამართალდამცველები იყვნენ თავდსხმის სამიზნე.
აფეთქება სამლოცველოში 2 დღის წინ, ავღანეთის საზღვართან ახლოს ქალაქ პეშავარში შუადღის ლოცვის დროს მოხდა. დაშავდა 225-ზე მეტი ადამიანი. მომხდარს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და ის პაკისტანის „თალიბანს“ დაუკავშირა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავსი აფეთქებებით ტერორისტები პაკისტანის დამცველების დაშინებას ცდილობენ.