



რუსთავში ცოლმა ქმარი დაჭრა, - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე ქალმა კაცი დანით, გულმკერდის არეში დაჭრა.
დაჭრილი კაცი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
პოლიციამ ქალი ადგილზე დააკავა.