31 მარტი 2023,   19:00
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე "საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ" შეწყდა

საკონსტიტუციო სარჩელზე, რომლითაც საქართველოს მთავრობა ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნას ითხოვდა, საქმე შეწყდა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განჩინებაში ვკითხულობთ, საქმის შეწყვეტის მიზეზი გახდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

„კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა. 2023 წლის 11 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

ამდენად, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, საქმეზე "საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ" კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება", – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განჩნებაში.

დღის ამბები