



განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემით გათვალისწინებული აუქციონების ჩატარების პროცედურები სპეციალურ შეხვედრაზე განიხილეს, რომელსაც ინვესტორები და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ.
შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო USAID-მა. რომეო მიქაუტაძემ ისაუბრა ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში.