22 მარტი 2023,   20:32
ვრცლად
სტუდენტი სალომე ასათიანი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობაზე: შუა ლექციის დროს ერთ-ერთი ადამიანი წამოხტა და ლექციის ჩაშლა სცადა - მივაბრძანეთ აუდიტორიიდან და ლექციაც მშვიდად გაგრძელდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, სალომე ასათიანი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ლექციაზე მისული რამდენიმე ადამიანი ვერავინ იცნო, თუმცა, სტუდენტებისთვის ნათელი იყო, რომ ისინი პროვოკაციის მოსაწყობად იყვნენ მისულები.  როგორც სალომე ასათიანი აღნიშნავს, შეურაცხმყოფელი ქცევის შემდეგ, სტუდენტებმა პროვოკატორები ლექციიდან გააძევეს. 

ის, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პროვოკაციის მოსაწყობად მისულ აქტივისტებს თან „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი ახლდა, ხოლო „ნაცმოძრაობის“ წევრი, გიორგი მუმლაძე, ლექციაზე მყოფ აღნიშნულ პირებს, დავალებებს  ტელეფონით აძლევდა.

„დილიდან ირაკლი კობახიძის ლექციას ვესწრებოდი. რამდენიმე ადამიანი იყო შემოსული, რომლებიც ვერავინ იცნო, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ პროვოკაციისთვის იყვნენ ლექციაზე შემოსულები. 
შუა ლექციის დროს ერთ-ერთი წამოხტა და შეურაცხყოფები დაიწყო, ლექციის ჩაშლა სცადა. რა თქმა უნდა მივაბრძანეთ აუდიტორიიდან. ლექციაც მშვიდად გაგრძელდა.

ადგილზე, პროვოკატორ აქტივისტებთან ერთად, "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. სულ შემთხვევით, როგორც ჩანს, და ყველაზე საინტერესო. როგორც სხვა სტუდენტებმა გვითხრეს, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, გიორგი მუმლაძე, ნაცების კანდიდატი რომ იყო, შიგნით მყოფებს ტელეფონით აძლევდა დავალებებს. 

ან რას უხდიან, ან რას ჰპირდებიან ასეთი მდაბიო დავალებების შესრულებაში, რა საცოდავად გამოიყურებოდნენ უნდა გენახათ,“ - წერს სალომე ასათიანი  Facebook-ზე.

დღის ამბები