04 ივნისი 2023,   10:18
ვრცლად
სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი.

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ერთი ვიზიტით მიიღონ კომუნალური მომსახურება და ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე - დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების აბონენტებად, გააფორმონ მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა/აღდგენა ან/და დარიცხვის გადამოწმება, ასევე სხვა სახის განცხადებები, ახალი მომხმარებლის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის განაცხადის გარდა.

იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, იუსტიციის სახლის მუხრანის ფილიალს ესტუმრნენ და მოქალაქეთა მომსახურების პროცესს ადგილზე დააკვირდნენ.

იუსტიციის სახლში კომუნალური სერვისების დანერგვის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით დღემდე 60 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. კომუნალური სერვისები იუსტიციის სახლის 117 ფილიალშია ხელმისაწვდომი.

დღის ამბები