08 ივნისი 2023,   06:32
ვრცლად
ბოლნისში მეორე დღეა 9 წლის ბიჭს ეძებენ - სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

ბოლნისში უკვე მეორე დღეა 9 წლის ბიჭს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკარგული ბავშვის პოვნას ძირითადად მდინარესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცდილობენ - იქ, სადაც ის ბოლოს შენიშნეს.

ოჯახის წევრების თქმით, ბიჭს ეპილეფსია აქვს და ის გუშინ დილის შემდეგ აღარავის უნახავს. დაკარგულის მშობლები გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ.

"თამაშობდა ჭალაში, მერე ამოვიდა და გზაზე იდგა. ჩემმა მეუღლემ დაუყვირა, შედი შიგნით, გზაზე ნუ დგახარო და სახლის უკან თამაშობდა, პატარა სათამაშო მანქანით. იმის მერე აღარ ჩანს. ფაქტია, რომ დაბლა მდინარიდან ქრება კვალი. მარტო ის მინდა, რომ ჩემი შვილი გამოჩნდეს ჯანმრთელი და ცოცხალი," - ამბობს დედა.  

 

ავტორი: მაია გრიგოლია 

 

დღის ამბები