08 ივნისი 2023,   06:46
ვრცლად
ვიზიტის მეორე დღე ბრიუსელში - ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს შეხვდება 

სამუშაო ვიზიტის მეორე დღე ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში - ილია დარჩიაშვილი დღეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრას გამართავს. ყურადღება გამახვილდება 12 პუნქტის შესრულებაზე, უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

ხვალ კი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება. ბრიუსელში ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პირველი დიპლომატი უკვე შეხვდა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერსა და ევროკომისრებს ოლივერ ვარჰეისა და ილვა იოჰანსონს. 

"იგეგმება რამდენიმე შეხვედრა, როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროკომისიაში და ასევე ჩანიშნულია შეხვედრა ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტთან. ყურადღება იქნება გამახვილებული 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესზე, თუ სად არის საქართველო, როგორ ხდება ამ რეკომენდაციების გათვალისწინება. ამავდროულად, რა თქმა უნდა, მოვისმენთ ევროპული მხარის პოზიციას, მათ შეფასებებს და მათ რეკომენდაციებს," - აცხადებს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი

 

დღის ამბები