07 ივნისი 2023,   22:52
ვრცლად
იაშვილის კლინიკის განახლებული საავადმყოფო პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური განახლებული საავადმყოფო პაციენტებს სრული დატვირთვით მიიღებს. ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში ეტაპობრივი რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა.

დღეისათვის, სრულადაა განახლებული საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, აღჭურვილია ყველა სამედიცინო მიმართულება, მათ შორის: კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი, ქირურგიული და პედიატრიული განყოფილებები, ასევე საოპერაციო ბლოკები.

აღსანიშნავია, რომ საავადმყოფომ დაიწყო თანამშრომლობა ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან, რათა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, რეგიონის მთავარი პედიატრიული ცენტრი გახდეს.

დღის ამბები