



შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით, "ბათუმი არენას“ თანამშრომლებისთვის, ბათუმის მთავარ საფეხბურთო მოედანზე, სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება ჩატარდა.
ღონისძიება, საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის და დაშავებულთა ევაკუაციის თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა. პრაქტიკული სწავლების განმავლობაში, საფეხბურთო მოედნის თანამშრომლებმა სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების ზომების დაცვისა და საგანგებო სიტუაციების დროს, მოქმედების შესახებ ცოდნა და გამოცდილება აიმაღლეს.
მეხანძრე-მაშველებმა სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით, ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს.