08 ივნისი 2023,   06:31
ვრცლად
დღეს, პარლამენტში პრემიერ - მინისტრს ელოდებიან - ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით წარსდგება

რამდენიმე საათში პრემიერ - მინისტრი პარლამენტში დეპუტატების წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგება.

შეკითხვები პრემიერს ოპოზიციური სპექტრის 9 წევრმა გაუგზავნა. კითხვები ძირითადად ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას ეხება. ასევე, კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა თუ ნატოსთან აღებული ვალდებულებების მიუხედავად, დღემდე რატომ არ არის განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტები.

ერთ-ერთი კითხვა ეხება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან ერთი წლის თავზე რა მოიმოქმედა საქართველოს ხელისუფლებამ , რომ თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება მომხდარიყო.

როგორც ცნობილია, პრემიერის ინტერპელაციას დაესწრებიან ბოიკოტში მყოფი პარტიებიც, "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი".

 

დღის ამბები