08 ივნისი 2023,   05:25
ვრცლად
ყველა, ვინც "ოცნების" ნაცვლად პრობლემების ძებნას სხვაგან ცდილობს, ივანიშვილის ინტერესების გამტარებელია-ლევან ხაბეიშვილი

ყველა, ვინც ცდილობს თემის გადაფარვას - გადატანას, "ოცნების" ნაცვლად პრობლემების ძებნას სხვაგან, არის ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, პირადი წყენების, დამოკიდებულებების, ამბიციების გადადება უნდა მოხდეს და უნდა ემსახურონ მთავარ მიზანს - ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალსა და ხალხის კეთილდღეობას.

ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ არცერთ წამს არ დაკარგავს "უაზრო პოლემიკაში, კამათში და ივანიშვილის ბინძურ თამაშებში".

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს პოსტის ადრესატი არ დაუკონკრეტებია, თუმცა მან სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაპოსტა, რაც ხატია დეკანოიძემ, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება გააჟღერა.

დღის ამბები