



მუხიანში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის დაკავებული პირის საქმეზე, სასამართლო სავარაუდოდ დღე იმსჯელებს. ემინ ალიევს წინასწარი დაკავების იზოლატორში, ბრალი გვიან ღამით წარუდგინეს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული გუშინ, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით სხეულზე 50 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
გარდაცვლილი მეზობლებმა ლიფტში ნახეს. სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.