



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, დღეს ოპოზიცია შეეცდება, რომ თემა დემაგოგიურად ჩამოაყალიბოს და პრემიერ-მინისტრს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე, მოხსენების საშუალება არ მისცეს.
"ვფიქრობ პრემიერის პარლამენტში ყოფნის პერიოდში, მცდელობები იქნება, რომ თემა დემაგოგიურად ჩამოაყალიბონ, როგორც კითხვები, ასევე გამოსვლები და ეცდებიან, რომ საქმიანი დიალოგის ფორმატი არ შედგეს ისე, რომ პრემიერ არ ჰქონდეს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე, მოხსენების საშუალება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, რამდენიმე საათში, პრემიერ - მინისტრი პარლამენტში დეპუტატების წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგება.