



საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია იმედს გამოთქვამს, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს და არ დაიწყებს იმ ომის პროპაგანდას, რომელიც ასუსტებს ჩვენს ქვეყანას და აძლიერებს კრემლის ნარატივს.
"ის არ ატარებს 3 თვეში ერთხელ მაინც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომებს, რითაც უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა გაგეგმოს. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ პრემიერი არ ზრუნავს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას. მე იმედი მინდა მქონდეს, რომ პრემიერი მოვა და იმ კითხვებს უპასუხებს, რისი პასუხიც მას აქვს კონსტიტუციის წინაშე, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქის წინაშე და არ დაიწყებს იმ ომის პროპაგანდას, რომლითაც კიდევ უფრო ასუსტებს ქვეყანას და აძლიერებს კრემლის ნარატივებს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.