08 ივნისი 2023,   06:34
ვრცლად
კამპანია, რომელსაც "ქართული ოცნება" ეწევა ხელს უშლის ჩვენს ევროპულ გზას - ხათუნა სამნიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს, ანექსიის, კანდიდატის სტატუსისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე დაუსვამენ კითხვებს.

სამნიძის თქმით, ის კამპანია, რომელსაც "ქართული ოცნება" ეწევა, საქართველოს ევროპულ გზას ხელს უშლის.

"ილია დარჩიაშვილის შემთხვევაში, საკითხები ეხება ანექსიის საკითხს, მაგალითად ბიჭვინთის ანექსიას, ასევე ვიზიტებს, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რა სამუშაოები გასწია სამინისტრომ და თავად რა ვიზიტები ჰქონდა. ამ კონტექსტში ვიკითხავთ იმ ანტიდასავლურ კამპანიაზეც, რომელსაც "ქართული ოცნება" ეწევა და ხელს უშლის ჩვენს ევროპულ გზას", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები