



პარლამენტის "ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის" თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღევანდელი ინტერპელაცია წესით დასმული კითხვები, ოპოზიციას სპეკულაციური ვერსიების გასათამაშებლად სჭირდება.
"საკითხები, რომელიც წამოჭრილია, ამ ინტერპელაციის წესით, მგონია რომ ყველასთვის გასაგებია პასუხები კითხვებზე და არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ეს კითხვები პასუხების მისაღებადაა დასმული. რეალურად ოპოზიციის მხრიდან არის გარკვეული მცდელობა, რომ რაღაც სპეკულაციური ვერსიები გაათამაშონ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.