08 ივნისი 2023,   04:52
ვრცლად
იმედი მაქვს, ამჯერად მაინც, რადგან პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მოიწვიეს, საქმიანი კითხვები ექნებათ - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან საქმიანი კითხვები ექნება და იმ საკითხებზე ისაუბრებენ, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

"პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პოლიტიკოსი, ვისი ლიდერობითაც საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული. საქართველო დღეს, ევროკავშირთან არის ისე ახლოს, როგორც არასდროს. იმედი მაქვს, ამჯერად მაინც, რადგან პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მოიწვიეს, ექნებათ საქმიანი კითხვები და იმ საკითხებზე საუბარი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები