



საქართველოში აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნა. მიზანი - დაავადების სამკურნალო სტრატეგიის ჩამოყალიბებაა.
აქონდროპლაზია არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც კიდურების განვითარების ჩამორჩენას გულისხმობს.
ჯანდაცვის სამინისტროში, ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა. მხარეებმა სამკურნალო სტრატეგიაზე იმსჯელეს და განიხილეს ერთ-ერთი მედიკამენტის შესახებ არსებული საერთაშორისო რეკომენდაციები. უწყებათაშორისი ჯგუფი - ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სახალხო დამცველის აპარატის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.