



"სოციალური მუშაობა აღსრულებაში" - ამ თემაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეხვედრა გაიმართა. სოციალურმა მუშაკებმა სააღსრულებო წარმოებაში სოციალური მუშაობის მნიშვნელობაზე და სპეციფიკაზე ისაუბრეს.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიმართა. შეხვედრას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.